„გადატვირთული იარაღი ზედმეტად გაპრანჭულ მამაკაცს ჰგავს“ – ცივი იარაღის ოსტატი ლევან ბუკია

ქართული უძველესი პროფესიების ნაწილი დღესდღეობით აღარც არსებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ზოგიერთს ახალი  სიცოცლე შემატეს. ალბათ ცოტამ თუ იცის საქართველოში მჭედლობის, როგორც პროფესიის, არსებობის შესახებ. „თბილისი თაიმსი“  ქართული მჭედლობის ღირსეულ წარმომადგენელ, ახლგაზრდა მეიარაღე ოსტატს ლევან ბუკიას ესაუბრა. ლევანი დიდიხნია რაც ცივი იარაღის  კეთებითაა გატაცებული, თითოეულ ნიმუშს პრაქტიკულთან ერთად,  ძლიან ლამაზი ესთეტიური დანიშნულებაც აქვს. მის მიერ შექმნილი თითოეული ნივთი უნიკალურია და არასოდეს მეორდება. თუ რა სამომავლო გეგმები აქვს ოსტატს, რას ფიქრობს დღევანდელ ქართულ მჭედლობაზე, რომელ ქვეყანაში გაიყიდა და ვინ დაინტერესდა მისი ნაჭედი დანებით ინტერვიუდან შეიტყობთ.

 unnamedპირველ რიგში, მოკლედ მოგვიყევითთქვენს შესახებ

– ბავშვობიდან ვინტერესდებოდი ცივი იარაღით. ვცდილობდი ჩემით გამეკეთებინა ფილმებში ნანახი საყვარელი გმირების იარაღი. ჯერ ხისგან ვაკეთებდი იარაღებს შემდეგ, ასაკთან ერთად ფოლადის დამუშავებაც ვცადე. სახლში კუსტარულ ჩარხზე ვწვალობდი, მაშინ  ნამდვილად ვერ წარმომედგინა მჭედელი თუ გავხდებოდი.

ერთხელაც ტელევიზორში შემთხვევით გადაცემა ვნახე მჭედლზე, ეს ადამიანი  შემდგომში ჩემი მასწავლებელი გახდა. გავიგე  სამჭედლო სად იყო და მივაკითხე. ერეკლე მეორის პერიოდის თაღიან შენობაში შევაბიჯე და სამჭედლოშიც შევედი. სამჭედლოში  წესია, რომ გრდემლთანდა ქურასთან მჭედლის გარდა იშვითადშედის უცხო. ქალი საერთოდ არდაიშვება, რადგან ყველა ადამიანითავისებური აურის მატარებელიაყველასგან რჩება რაღაც .ქალი ნაზი დასათუთი არსებაა თავისი ბუნებით,იარაღი არ შეიძლება იყოს ამ თვისებების მატარებელი.ზოგს მოჭარბებულად ააქვს აგრესია და.. ამიტომ მჭედლები ერიდებიან იქ სადაც იარაღი იბადება იყოს მისვლამოსვლა და ქაოსი.სამჭედლოში ქურა და გრდემლი ყოველთვის გამოყოფილადაა საერთო ფართისგან, რომელშიცნებისმიერი სტუმარი შემოდის.

როდესაც, მჭედელი ხმალზე ან ხანჯალზე მუშაობდა მარხვასაცკი იცავდა, რომ განწმედნილყო თავის აზრებსა და ზრახვებში,რადგან მის მიერ დამზადებული იარაღი არ ყოფილიყობოროტების მატარებელი.

დაუძახეს მოსწავლებებმა და გამოვიდა ოსტატი. გავეცანი და ავუხსენი, რომ სწავლა მინდოდა ამ საქმის. ჯერ მკაცრად დამაკვირდა, რადგან სუსტი აღნაგობის კაცი ვერ იქნება მჭედელი. ეს საქმე კარგ ფიზიკურ ამტანობას მოითხოვს. შემდეგ, გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ამჟამად ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ვერ ამიყვანდა. დავემშვიდობე და გამოვბრუნდი ცოტა გულმოსული, მაგრამ სანამ ეზოდან გავიდოდი ერთერთი მოსწავლე დამეწია და მომაბრუნა უკან.

მოკლედ მე და ჩემი მასწავლებელი შევთანხმდით, რომ ჯერ ხატვა უნდა მესწავლა, მიმითითაისტორიული ლიტერატურა საიდანაც ილუსტრაციები უნდა მეხატა და კვირაში ერთხელმივსულიყავი 7 ნახატით. ოღონდ არაფერს მპირდებოდა, გადავხედავ აგიყვან თუარამოსწავლედო. ესე ვიარე 8 თვე. 8 თვის შემდეგ მითხრა აყვანილი ხარო და ესე დაიწყო ჩემიპრაქტიკული ჩართვა ამ საქმეში.

ნელნელა მეუროვეც გავხდი, ქურის დანთება, ჭედვა, წრთობა და სხვა სამჭედლო ოპერაციებსაცდავეუფლე და სადღაც ნახევარ წელიწადში პირველი დანაც გავაკეთე. ოღონდ დანამდემჭედელი თავიდან ლურსმნის და ნალის ჭედვას სწავლობს.

როდის დაინტერესდით მჭედლობით და რა გახდა ამის გმომწვევი?

– 2003 წლის მერე  ამ სფეროში  ვარ. გარკვეული გამოცდილება მეც დამიგროვდა.

ზოგიერთი ჩემი ნამუშევარი ინახება საკმაოდ ცნობილიადამიანების კოლექციებში: უკრაინის ყოფილი  პრეზიდენტივიკტორ იუშენკო, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი,თურქეთის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები და სხვა.

პატარა წარმატებები სტიმულს მაძლევს შემდგომი სრულყოფისა და დახვეწისკენ ზრდაში. მიყვარს ეს საქმე და პირველ რიგში ამიტომ ვაკეთებ. როცა გიყვარს ძნელია ახსნა თუ რატომ გიყვარს, შენია და იმიტომ ალბათ. და კიდევ თუ ობიექტურობისკენ გადავიხრებით და საქართველოს ისტორიას გადავავლებთ თვალს, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლას წარმოადგენს ძირითადად, ჩვენი წინაპრების მამაცობასთან ერთად, ცივი იარაღიც თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ისიც ფაქტია, რომ სანამ ბრძოლის ბედს ხმალი წყვეტდა, ქართველები სამხედრო საქმეში უფრო წარმატებულები ვიყავით. ესეიგი მჭედლებიც თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს ამ ყოველივეში.

523588_439057106137560_688750419_n

ცნობილია,რომ ძველი ქართული ჭედვის მეთოდები დაკარგულია. თქვენი აზრით არის თუ არაამ მეთოდების აღდგენა შესაძლებელი?

– ქართველები, რომ ოდითგანვე კარგი ხარისხის ცივ იარაღს აწარმოებდნენიარაღიგანსხვავდებოდა კუთხეების მიხედვით, ქართული სიმღერის არ იყოს. განსხვავებები იყოროგორც მოყვანილობაში ასევე უშუალოდ ფოლადის მიღების მეთოდოლოგიაშიც. კუთხურინაირსახეობების გარდა მჭედლებს ქონდათ ინდივიდუალური მიგნებები და საიდუმლოებიც. არარსებობდა რაიმე სტანდარტებს დაქვემდებარებული ფოლადები, როგორც დღეს გვაქვს. ხშირადიყენებდნენ ნალებსლურსმნებს და სხვა საყოფაცხოვრებო რკინის ნივთებს, რომლებიც უკვეუსარგებლოდ მიაჩნდათ. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ნივთზე გამოყენებული ფოლადიინდივიდუალური და განუმეორებელი იყო. თუმცა ოსტატის სტილი და ხელწერა გაყვებოდა ხოლმე იარაღს.

დღეს საკმაოდ პოპულარულია ეგრეთწოდებული დამასკოს ფოლადი, რომელიც მინიმუმ 2 განსხვავებული ფოლადის ნაერთს წარმოადგენს და თავისებური ლამაზი ფაქტურაც გააჩნია. მასში თავმოყრილია ასობით ფენა, შემდეგ ეს ფენები ერთმანეთში ბაწარივითაა გადაგრეხილი, რაც იარაღის პირს კარგ დრეკად და მჭრელ თვისებებს ერთდროულად ანიჭებს. ჩვენი წინპრები მას ბაწარაულს უცოდებდნენ. ასევე ცნობილია ბულატი იგივე ვუტცი, ქარათველები მას ჯავარს უწოდებდნენ. ეს ყოველივე ჩვენ წინაპრებს ძალიან ბევრი მცდელობის შედეგად მიეცათ და ამ ცოდნას სათუთად უფრთხილდებოდნენ.

არავისთვისაა საიდუმლო ის, რომ ქართული მჭედლობა ჩვენს წინაპრებს ხელოვნების დონეზეჰყავდათ აყვანილი. თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია ქართული მჭედლობა?

– შემხვედრია ძველი ნიმუშები, რომლებსაც ძალიან მოვუხიბლივარ და მართლაც ხელოვნების ნიმუში შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა ქართველი კაცი ცივ იარაღს, პირველ რიგში, ფუნქციონალურ და პრაკტიკულ მოთხოვნებს უყენებდა, მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ექცეოდა ყურადღება ნივთის ესტეთიურ მხარესაც.

ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში ფუნქციონალური და პრაკტიკული ნიუანსები იყოს პირველ რიგში გათვალისწინებული.

გადატვირთული იარაღი ზედმეტად გაპრანჭულ მამაკაცს ჰგავს, სადა და მკაცრი იერი თუ დაკარგა იარაღმა სუვენირი და სათამაშო ხდება მყისიერად.

ეს არის ძირითადი პრინციპები რითაც ვხელმძღვანელობ იარაღის შექმნისას. სიტყვა “ხელოვნება” ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება ჩემს ნამუშევრებთან მიმართებაში.

იღებთ თუ არა შეკვეთებს და დაახლოებით რა ფასი დაუჯდება ხელით ნაჭედი დანებისმოყვარულს ამ სიამოვნების ფლობა?

შეკვეთებს  ვიღებ.  ფასები 200$ ეკვივალენტიდან იწყება.

ბევრი მასალა თუ ინსტრუმენტი შემომაქვს უცხოეთიდან და ამიტომაც ფასი დოლარის ეკვივალენტებში მაქვს განსაზღვრული.

საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში არის თუ არა თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

– უცხოეთში წელიწადში 1 – 2-ჯერ გავდივარ საერთაშორისო ფესტივალებზე. იქ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ფესტივალის მონაწილეთა პროდუქციის შეძენა.ზოგჯერ მეც მეყიდება ნამუშევრები.

unnamed-2

რამდენად ხდება ქვეყანაში მჭედლობის პოპულარიზაცია? სახელმწიფოს მხრიდან არის თუ არადაინტერესება?

დღითიდღე უფრო მიყვარდება ეს საქმე. ვფიქრობ პოპულარიზაციასაც საჭიროებს. ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად არის მიმზიდველი. შეკვეთები ყოველთვის არაა სტაბილური სამწუხაროდ. სპონსორების ძიება და “ვიღაცეებისგან” დახმარების თხოვნაც არაა ჩემი საქმე. ბევრმა არც იცისჩემი სამჭედლოს არსებობა და ის, რომ ჩვენთან ქვეყანაში მსგავსი პროდუქცია მზადდება.ძალიან ბევრი ადამიანი სანადირო თუ სასაჩუქრე დანებს უცხოეთიდან იწერს და, როგორც წესი, ხარისხით უკმაყოფილო რჩება. თუ ეს ადამიანები გაიგებენ ჩემს შესახებ და ფოტოზე ნანახი ლამაზი ნივთის მაგივრად, მიეცემათ შესაძლებლობა, ადგილზევე ნახონ უკვე მზა ნაწარმი, შეამოწმონ მისი რეალური ხარისხი და თვისებები, ცუდი არ იქნებოდა.

შეიძლება ითქვას გადაშენების პირასაა ეს საქმე.

მე ჩემი მხრიდან ვცდილობ აქ ჩემს კვეყანაში დავიმკვოდრო თავი და შევინარჩუნო, ის, რაც ჩემამდე მოვიდა.

პოპულარიზაცია თითქმის არ ხდება. მე რასაც ვაკეთებ ჩემი სანაცნობო წრის დონეზე თუ ვრცელდება. ჩემს უცხოელ კოლეგებს კულტურის სამსახური უდგათ გვერდში, მათთან თანამშრომლობითკეთდება ფესტივალებიც, სხვადსხვა სასწავლო პროგრამამჭედლებს ისე ეპყრობიან როგორცუკანასკენელ მოჰიკანებს.

იღებთ თუ არა მონაწილეობას გამოფენებში?

– რამდენიმე წლით საქართველო დავტოვე უკრაინაში წავედი. იქაური ჩემი კოლეგები გავიცანი და შევუდექი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. ამაში ძალიან დამეხმარა მჭედელთა საერთაშორისო ფესტივალები, რომლებიც უკრაინაში წელიწადში 2-ჯერ იმართებოდა იმდროისთვის. ასეთ ფესტივალებზე გავიცანი უამრავ  კოლეგა, ვისწავლე მათგან ისეთი ნიუანსები რაც ჩემთვის  ახალი, უცხო იყო, მსგავს სიტუაციაში შენც უზიარებ ასევე შენს გამოცდილებასაც, ეცნობი ახალ მასალებს, რომელთანაც ჯერ არ გქონია შეხება, ახალ ინსტრუმენტს და ა.შ  მსგავს ფესტივალებში  ვმონაწილეობ რეგულარულად, ბოლო დროს ევროპელ კოლეგებთან უფრო ხშირად ჩავდივარ. ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებსაც გაცილებით დიდი  გამოცდილება აქვთ,ცნობადი სახეები არიან  ჩვენს წრეებში. მსგავსი ფესტივალები ღია ცის ქვეშ იმართება. მნახველებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ მჭედლების სამუშაო პროცესს და მონაწილეობაც კი მიიღონ მინიმალურად. ეს ყოველივე ამ საქმიანობის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს.

არსებობს თუ არა ტრადიცია სამჭედლოში?

– სამჭედლოში არსებობს ასევე ტრადიცია, რომლის თანახმადაც მჭედელმა თავისი პირველი ნამუშევარი უნდა დაამტვრიოს. ამით თავს არიდებს მიჯაჭვულობას და თვითკმაყოფილების შეგრძნებას საკუთარი ნამუშევრებისადმი, რაც მისი შემოქმედებითი ზრდის საფუძველია. 3 წელი დავყავი ჩემს მასწავლებელთან. როდესაც ოსტატმა ჩათვალა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, ძველი თაობა მოსწავლეებისა გაგვიშვა და ახალი მოსწავლეები აიყვანა, როგორც ადრე. ასე აღზარდა ჩვენმა მასწავლებელმა მჭედლების რამდენიმე თაობა.

14803061_1264462750252289_354323947_oმოგვიყევით თქვენს სმომავლო გეგმებზე?

– ბოლო დროს გამიჩნდა იდეა ქალბატონებისთვის ცალკე ხაზი განმევითარებინა, ოღონდ ეს ყოველივე ჩემს საქმიქნობისთანაც მინდოდა ყოფილიყო კავშირში. ერთხელ სრულიად შემთხვევით ჩემს ახლობელ გოგოს ვაჩვენე ჩემი დანები. მოეწონა და ეს რა ქვააო მკითხა. რქის მასალას ხშირად ვიყენებ ჩემი ნამუშევრების ტარებსა და სხვა ატრიბუტებში. რქა შესაბამისი დამუშავების შემდეგ ძალიან წააგავს სხვადასხვა ნახევრადძვირფას ქვებს. შეიძლება ითქვას უფრო მდიდარი ფერთა გამაც კი აქვს. მაშინ, პირველად გამიჩნდა იდეა სამკაული გამეკეთებინა ამ მასალისგან. ბეჭედი გავაკეთე და ვაჩუქე იმ გოგოს. ამის შემდეგ, გადავწყვიტე ნამუშევრების სერია გამეკეთებინა ამ მიმართულებით.  რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ამ ეტაპზე გეგმები არ მაქვს, ჩემი ცხოვრება ჯაზს გავს, ძირითად მოტივად ჩემი საქმე გასდევს, დანარჩენიაბსოლუტური იმოპროვიზაციაა.

This entry was posted in Uncategorized.

Post a Comment

Your email is never published nor shared. Required fields are marked *

*
*